ოზურგეთში თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე, 5 ივლისს თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.

„ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს ოზურგეთის თეატრი. ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე, რომლის ძალისხმევითაც და ფონდი „ქართუს“ ფინანასური უზრუნველყოფით ოზურგეთის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თეატრის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ოზურგეთის თეატრში 5 ივლისს დაგეგმილია: საიუბილეო წიგნი ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია; კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების საპატიო ცერემონია; საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია; ამავე დღეს თეატრის თაღებში გაიხსნება ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი; თეატრის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნება, რომელიც თეატრის უკლებლივ ყველა მსახიობს აერთიანებს“, - ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე ასევე შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისს, ოზურგეთი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან, არამედ უცხოეთიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს