მურატ ჯიოევი - ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი სრულად არ პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც ამ ფორმატის წინაშე დგას

ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი სრულად არ პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც ამ ფორმატის წინაშე დგას, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„ამიტომაც, ჩვენ შევთავაზეთ ყოველი რაუნდის წინ დღის წესრიგი განვიხილოთ. კერძოდ, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნეს ფრაზა „და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“. დისკუსიის დღის წესრიგის სახელია „ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“. ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების აქტუალური საკითხი და მთავარი ამოცანაა, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“, ჩვენ და ჩვენს კონტრპარტნიორებსა და მათ დასავლელ პარტნიორებს ეს სხვანაირად გვესმის. ამასთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფორმულირება არ არის აუცილებელი და თანაბარი დატვირთვა არ გააჩნია“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო ზომად და გარანტიად ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას მიიჩნევს“.

„საქართველოსთვის უსაფრთხოების ამგვარი საერთაშორისო გარანტია სხვა ძალებია. ამიტომაც ამის ერთ საკითხში გაერთიანებას არ ვეთანხმებით. ვთავაზობთ ეს პუნქტი მოიხსნას დისკუსიების დღის წესრიგიდან“, - დასძინა მან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა