გორის რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ქობულეთში დაისვენებენ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ასევე ა(ა)იპი "ვეტერანების დასაქმების და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის" მხარდაჭერით, გორის რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 ვეტერანი დაბა ქობულეთში 10 დღით დაისვენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, პროექტის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს ეკუთვნის. მას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა.

"დღეს ვახორციელებთ სოციალურ პროექტს გორის მუნიციპალიტეტის ვეტერანებისთვის, რომელიც მოიცავს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ვეტერანებისათვის, დაბა ქობულეთში, საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით, რაც გათვალისწინებულია კონკრეტული პროექტით.

ეს გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა, კონკრეტულად მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, რისთვისაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. იმედი მაქვს, გაგრძელდება მსგავსი პროექტები და სამაგალითო იქნება დანარჩენი მუნიციპალიტეტებისათვის“, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა, ამურ რევიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო