ზაზა სარალიძე - აუცილებლად შევხვდები ახალ პრემიერს, თუმცა ველოდები ჯერ მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას

აუცილებლად შევხვდები ახალ პრემიერ-მინისტრს, თუმცა ველოდები ჯერ მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას, აუცილებლად მინდა შევხვდე თეა წულუკიანსა და გიორგი გახარიას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან სტუმრობისას განაცხადა.

ზაზა სარალიძე ასევე გამოეხმაურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის კახა სირაძის გამოკითხვის საკითხს.

„ჩვენ შვილმოკლული მამა ვართ. ჩვენ ორივე ვეძებთ სამართალს. მე რომ გენერალური პროკურორი ვიყო, ან გიორგი გახარია ვიყო, ორივეს დავაკავებდი როგორც კი დამთავრდებოდა მათი დაკითხვა, რადგან უაზრობას ლაპარაკობენ. ძალიან კარგია ეს კომისია რომ შეიქმნა, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. პირდაპირ ჩანს, რომ ორივე მფარველობდა ამ საქმეს. წესით, მაშინვე უნდა დააკავონ როგორც კი დამთავრდება მათი დაკითხვა, მაგათ თუ თავში ჭკუა აქვთ, მაგრამ არ აქვთ ჭკუა. აუცილებლად შევხვდები ახალ პრემიერ-მინისტრს, თუმცა ველოდები ჯერ მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას, რომელი მინისტრი დარჩება. აუცილებლად მინდა შევხვდე თეა წულუკიანსა და გახარიას. აქედან გამომდინარე, ცოტა ხანი დაველოდები, დანიშნავენ თუ არა ისევ ამ ორივეს. თუ არადა, მაინც მოვითხოვ, რომ გახარია და წულუკიანი დაესწროს შეხვედრას", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს