ელისაბედ მეორემ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონი დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონი დაამტკიცა. მონარქის მიერ გაცემული სანქცია კანონპროექტის დამტკიცების ფინალური სტადიაა.

„უნდა შევატყობინო თემთა პალატას, რომ მისმა უდიდებულესობამ სამეფო თანხმობა გასცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონპროექტზე“, - განაცხადა თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონპროექტი 20 ივნისს დაამტკიცა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონი ითვალისწინებს „ევროპული თანამეგობრობის შესახებ“ 1972 წლის კანონის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედების გაუქმებას, ასევე ქვეყანაში ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების მოქმედების დასრულებას.

Brexit-ის საკითხზე ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო