ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პოლიციელის გოდერძი თევზაძის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შენიშვნები არ გაითვალისწინა. თევზაძის ინტერესებს სამი ადვოკატი - ივანე აფრიდონიძე, აკაკი ჯანელიძე და ნოდარ ნემსიწვერიძე იცავდნენ.

საქმის პროკურორის დავით ცირეკიძის განცხადებით, სასამართლომ არ გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც გადაწყვეტილება უზენასეს სასამართლოში გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, სამტრედიელი დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს გაამართლა. სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა.

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა