გიორგი ხანიშვილის განცხადებით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი ახალგაზრდა, დამწყები ფერმერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი ახალგაზრდა, დამწყები ფერმერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

"ახალგაზრდა ფერმერებს შეეძლებათ არა მხოლოდ თეორიული გამოცდილება, არამედ პრაქტიკულიც მიიღონ", - განაცხადა ხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ დუალური განათლება ქვეყანაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით სასტუმრო რუმსში "ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში" პროექტის განიხილვა მიმდინაორეობს.

პროექტი სახელმწიფოსა და ფერმერების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა