სერგი კაპანაძე - გაუგებარია განცხადებები, რომ ჩემს მიერ გაჟღერებული ინიციატივები ნაჩქარევია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მის მიერ გუშინ დაყენებულ ინიციატივებთან დაკავშირებით კომისია 30 ივნისს იმსჯელებს.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია განცხადებები, რომ მის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, ნაჩქარევია.

„საუბარი, რომ ეს ნაჩქარევია, ცოტა სასაცილოა, რადგან გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ინიციატივა, რომელსაც ვთავაზობ კომისიას. ამ საკითხის განხილვა იქნება შაბათს და იქამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ, რა არის ნაჩქარევი, გაუგებარია. ნაჩქარევი კი არა, დაგვიანებულია მოქმედებები სამწუხაროდ, პროკურატურისა და შს სამინისტროს მხრიდან. საბოლოო დასკვნაში საუბარი იქნება ამაზეც და სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციებზეც“, - განაცხადა კაპანაძემ.

როგორც ცნობილია, სერგი კაპანაძემ გუშინ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო