ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქმე არც სამინისტროების რაოდენობაში და არც კონკრეტულ მინისტრებშია, საქმე იმაშია, თუ ვის წინაშეა მთავრობა ანგარიშვალდებული

საქმე არც სამინისტროების რაოდენობაში და არც კონკრეტულ მინისტრებშია. საქმე იმაშია, თუ ვის წინაშეა მთავრობა ანგარიშვალდებული, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

,,ყველას გვესმის, რომ ასეთი ზოგადი საუბარი 120 მილიონზე არასერიოზულია. გაცილებით უფრო დიდია იმ თანხის მოცულობა, რაც ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება ერთი მხრივ და მეორე მხრივ გაცილებით დიდია ის საჭიროებები, რაც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას სჭირდება. მთავარია, კვირიკაშვილის მსგავსად ბახტაძემ არ თქვას, რომ შემცირების შედეგს სამ ან ოთხ თვეში ვნახავთ. არც არაფერი არ იყო კვირიკაშვილის შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, არც არაფერი იქნება ბახტაძის დროს. საქმე არც სამინისტროების რაოდენობაშია და არც კონკრეტულ მინისტრებში. საქმე იმაშია თუ ვის წინაშეა მთავრობა ანგარიშვალდებული და ვიცით, რომ ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. მეორე საკითხია, აქვს თუ არა ხედვა და ამ მთავრობას? – ხედვა არ აქვს,’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს