მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძის ინიციატივაზე - არ გამოგვიკითხავს არც ერთი თვითმხილველი მოწმე, ამიტომ ნაჩქარევია რაიმე გადაწყვეტილებაზე ან რეკომენდაციაზე საუბარი

იმ ფონზე როდესაც არ გამოგვიკითხავს არც ერთი თვითმხილველი მოწმე, ძალიან ნაჩქარევია რაიმე გადაწყვეტილებაზე ან რეკომენდაციაზე საუბარი, - ასე აფასებს დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის გუშინდელ განცხადებებს ამავე კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, კომისიამ დასკვნები ამ ჩვენებების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ უნდა გამოიტანოს.

„იმ ფონზე როდესაც არ გამოგვიკითხავს არც ერთი თვითმხილველი მოწმე, ძალიან ნაჩქარევია რაიმე გადაწყვეტილებაზე ან რეკომენდაციაზე სუაბარი. ყველა სიტყვა, ყველა წინადადება, რომელიც გახმოვანდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, უნდა გადამოწმდეს. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები იქნება ძალიან საინტერესო და მათთან გვექნება უამრავი კითხვა ყველა დეტალთან დაკავშირებით. ამ ჩვენებების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, რომელიც კომისიამ უნდა ჩაატაროს, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და გამოვიტანოთ დასკვნები. დღეს გამოტანილი დასკვნები არის ძალიან ნაჩქარევი. დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც სერგი კაპანაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებების, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. კაპანაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ განცხადებას კომისიის სახელით არ აკეთებს და ეს პოზიცია, როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრის პოზიციაა.

“ვაპირებ, კომისიის სხდომაზე დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. განვითარებული დისკუსიიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საკმარისი რაოდებობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს გარემოებები გამოძიების დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არ გადაუდგამთ“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა