სერგი კაპანაძე პროკურორს - აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს

აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. მან პროკურორ ფხაკაძეს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და მიუთითა, რომ ყურადღებით მოუსმინოს იმ კითხვებს, რომელიც კომისიის წევრებს მასთან მიმართებით აქვთ.

„ბატონო ზვიად, ყურადღებით მოუსმინეთ იმ კითხვებს, რომელიც აქვთ კომისიის წევრებს. სამწუხაროდ, აშკარად ვხედავ, რომ მოსული სტუმრები ცდილობენ გვერდი აუარონ პასუხებს“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

სხდომის მიმდინარეობისას ზვიად ფხაკაძეს კომისიის სხვა წევრებმა შენიშვნები მისცეს. ხათუნა გოგორიშვილმა პროკურორს განუმარტა, რომ კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, სიტყვა შეაწყვეტინოს მას და დააზუსტოს ის კითხვები, რომელსაც კომისიის წევრი საჭიროდ მიიჩნევს. თავის მხრივ ფხაკაძე მოითხოვს, რომ კომისიის წევრებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემის შესაძლებლობა მისცენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო