რუსთავის მერმა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის წლევანდელ რუსთაველ კურსდამთავრებულებს პროგრამაში - „შენი ქალაქისთვის“ ჩართვა შესთავაზა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წლევანდელ რუსთაველ კურსდამთავრებულებს, პროგრამაში - „შენი ქალაქისთვის“ ჩართვა შესთავაზეს.

ირაკლი ტაბაღუა და ნინო ქავთარაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წლევანდელ რუსთაველ კურსდამთავრებულებს დღეს მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ის ახალგაზრდებიც დაესწრნენ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში სასწავლებლად მიმდინარე წლის აგვისტოში გაემგზავრებიან. შეხვედრაზე „ფლექსის“ კურსდამთავრებულებმა, ამერიკაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ ქალაქში გამოყენებაზე ისაუბრეს.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რუსთავის მერია, მზად არის ახალგაზრდებისგან ახალი იდეები და პროექტები მიიღოს და მათ განხორციელებას ხელი შეუწყოს. „ფლექსის“ კურსდამთავრებულებმა, რუსთავში მოხალისეების პროგრამის დანერგვისა და მასში ჩართვის სურვილიც გამოთქვეს.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ამერიკის კულტურის გაცნობისა და ამერიკულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) 17 პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი პროექტია, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. პროგრამის მიზანი ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ის მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო