ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლებაზე ტრენინგი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით ტრენინგი მოეწყო, თემაზე: „სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ტრენინგი 2018-2020 წლებში ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად თბილისში იმართება და მასში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

დღევანდელ სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმი თემის სასულიერო პირები.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა იყო.

„კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა