ირაკლი აბესაძე შსს-ს წარმომადგენლისგან დაინტერესდა, რატომ არ გაიჩხრიკა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მონაწილე ყველა პირის სახლი

ირაკლი აბესაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კახა სირაძისგან დაინტერესდა, თუ რატომ არ გაიჩხრიკა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მონაწილე ყველა პირის სახლი. აბესაძის თქმით, გამოძიებამ მხოლოდ 5 პირის სახლი გაჩხრიკა.

„ყველა ფიგურანტი პირის მიმართ, ვსაუბრობ მინიმუმ 20 პირზე, რომელიც სახელობითად იყო ეზოში და ჩხუბში მონაწილეობდა, ჩხრეკა ჩატარებული გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 5 სახლში, მსჯავრდებულების გ.ჯ და გ.ბ. , დ.ღ, თ.ნ, და დ. ნ . სახლებში.

დანარჩენი 15 ადამიანის სახლში საერთოდ ჩხრეკა არ გაქვთ ჩატარებული, რომ მათი მაგალითად კომპიუტერული ტექნიკა ამოგეღოთ, სადაც ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელებით არსებული მიმოწერის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია“, -განაცხადა ირაკლ იაბესაძემ.

კახა სირაძის შეფასებით, ირაკლი აბესაძის კითხვა „გლობალურია“. „მე მესმის თქვენი კითხვა. თქვენ ძალიან გლობალურად საუბრობთ. ასეთი ლოგიკით მაშინ ყველა უნდა გაჩხრეკილიყო, მთელი 51-ე სკოლა და მთელი ხორავას ქუჩა. თუ რამე ინფორმაცია არსებობდა, გამომძიებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა კახა სირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა