აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მინისტრის ინფორმაცია განიხილა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე მინისტრის ინფორმაცია განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2019-2022 წლები) ინფორმაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა კომიტეტის რეკომენდაცია, რაც ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდის დინამიკიდან გამომდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლების შემოსავლებისა და გადასახდელების გეგმის უფრო მაღალი მატების პროგნოზის განსაზღვრას გულისხმობს.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი მინისტრის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაეთანხმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა