საბურთალოს რამდენიმე მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საბურთალოს გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულებამ 24 415 ლარი შეადგინა. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით, ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

სადარბაზოების რემონტი ამჟამად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 207 180 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„მწვანე სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ეზოს მოვლა-პატრონობაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს, რომლის ინიციატივითაც, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა და რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ეზოების მოვლა-პატრონობაში აქტიურადაა ჩართული. მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

საბურთალოს რაიონში ამხანაგობის ჩართულობითა და გამგეობის მხარდაჭერით, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე N3 და ნუცუბიძის ქუჩის N34 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც გამწვანდა. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ჯიშის 180 ხე-მცენარე დაირგო. ასევე, დაიგო რულონური ბალახი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს