“ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელების პირველ ფაზაზე, დიზაინსა და გეგმარებაზე მუშაობა იწყება

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, “ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელების პირველ ფაზაზე, დიზაინსა და გეგმარებაზე მუშაობა იწყება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ „თანაინვესტირების ფონდიდან“ აცნობეს, აღნიშნული პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ "სილქ როუდ ჯგუფმა" მოლაპარაკებები დაასრულა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანიასთან „ჩეპმენ ტეილორთან“, რომელიც იზრუნებს როგორც „სილქ თაუერის“, ასევე მთლიანად „ბათუმი რივიერას“ პროექტზე.

როგორც ფონდში განმარტავენ, „ბათუმი რივიერას“ პროექტი მოიცავს „სილქ თაუერის“, საცხოვრებელი აპარტამენტების, იახტ კლუბისა და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის კომპონენტებს.

“აღნიშნული პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს, ხოლო მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია - კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს.

საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც “ბათუმის იახტ კლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად განახორციელებენ. გამორჩეულად მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე გაკეთდება. პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია 2018 წლის აგვისტოში გაიმართება და ამავე თვეში დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია “თანაინვესტირების ფონდის“ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა