ზვიად ფხაკაძის მტკიცებით, მ.კ. ფარდულში დავით სარალიძესთან იმ მოტივითა და მიზნით მივიდა, რომ გ.ჯ-ს დახმარებოდა და მისთვის სარალიძე მოეშორებინა

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მტკიცებით, მ.კ. ფარდულში დავით სარალიძესთან იმ მოტივითა და მიზნით მივიდა, რომ გ.ჯ-ს დახმარებოდა და მისთვის სარალიძე მოეშორებინა.

პროკურორმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მ.კ.-ს მხრიდან ვერანაირი წინასწარ შეთანხმებასა და ჯგუფურად თანაამსრულებლობაზე საუბარი ვერ იქნება.

“გამოძიებაში არსებული და ასევე, სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ დავით სარალიძე გ.ჯ.-ს შეეჯახა, შეაგდო ის ფარდულში, შეჰყვა და შებოჭა. ამ დროს მასთან პირველი გ.ბ. მიდის და ჩვენი ვერსიით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, გ.ბ დანის გამოყენებით აყენებს დაზიანებებს. ამ მოქმედებას მ.კ. ხედავს ფარდულიდან 8-9 მეტრში და მიდის ფარდულის მიმართულებით. იმ დროს, როცა გ.ბ. სარალიძეს არტყამს დანას, მ.კ. ფარდულთან მისული არ არის. ამის შემდეგ გ.ბ. ფარდულს ტოვებს და მიემართება მარცხნივ. ამ მომენტში გ.ბ.-სა და მ.კ-ს შორის ვერანაირი წინასწარ შეთანხმებაზე და ვერანაირ ჯგუფურად თანაამსრულებლობაზე საუბარი ვერ გვექნება. თანამონაწილეობის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია ერთიანი განზრახვის არსებობა. ამ ორი პირის ერთიან მიზანს დავით სარალიძის მკვლელობა არ წარმოადგენდა. ის თუ რამდენად იყო შეთანხმება მ.კ-სა და გ.ჯ.-ს შორის დავით სარალიძის მკვლელობა, გამოძიების სტადიაზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, მ.კ. მიდის, რომ დავით სარალიძე გ.ჯ.-ს მოაშოროს. გ.ჯ-ს ამ დროს დაწყებული აქვს დანით მოქმედებები. შესაბამისად, თანამონაწილეობის საერთო განზრახვა მ.კ-სა დ გ.ჯ-ს შორის სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან მათ შორის არათუ საერთო შეთანხება, ერთმანეთსაც ვერ ხედავენ“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კომისიის სხდომაზე კვლავ მოწვეული არიან შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ზვიად ფხაკაძე და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა