ზვიად ფხაკაძე - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი

ცალსახად ვადასტურებ, რომ არც მიხეილ კალანდიასთვის და არც სხვა პირისთვის ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონია - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორცმოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი, - აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შემდეგ გააკეთა.

როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, ითქოს ვიღაცისთვის ხელის დაფარებას აქვს ადგილი, მით უფრო იმ საქმეზე, სადაც ორი დაღუპული არასრულწლოვანია.

“ჩვენ განცხადებებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მტიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რაც გამოძიების პროცესში მოვიპოვეთ და რაც სასამართლოზე გამოვიკვლიეთ. რამდენად გაიზიარა ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ, ეს შეფასების თემაა, ოღონდ ეს სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

რაც შეეხება მის მიმართ გაგზავნილ წერილს, ფხაკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან მუქარის შინაარსის სმს-შეტყობინება “ვაიბერის“ მეშვებით მიიღო. “თავად აფიქრისებს, რომ არის ზაზა სარალიძე. ეს უკვე ჩემი გადამოწმების თემა არ არის. შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ სათანადო ღონისძიებების გატარების გზით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ფხაკაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ზვიად ფხაკაძე და მასთან ერთად, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე გამოკითხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა