„ყაზტრანსგაზ - თბილისი“ დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე უსაფრთხოების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგების მიზნით, მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს, - ამის შესახებკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მორიგი სამუშაოების ფარგლებში 26 ივნისს, ღამის 12 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „მრავალჟამიერის“ მიმდებარედ, დაგეგმილია Dn 500 მმ-იანი გაზსადენის რეაბილიტაცია. აღნიშნული გაზსადენი ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 60-იან წლებში შევიდა და მას შემდეგ სარემონტო ან სხვა სამუშაოები არ ჩატარებია.

„თბილისის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელია ამ კოროზირებული გაზსადენის შეცვლა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოხდება მილის კოროზირებული მონაკვეთების შეცვლა გაცილებით უფრო გამძლე და უსაფრთხო პოლიეთილენის მილით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება არ შეფერხდება. 10 დღის განმავლობაში მტკვრის მარცხენა სანაპიროს აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამუშაოები დედაქალაქის გაზმომარაგების მეტი უსაფრთხოებისთვის ხორციელდება“, - აღნიშნულია კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს