მთავრობა იუსტიციის, შს და საგარეო უწყებებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის ყველა შესაძლო შეზღუდვის დაწესებას ავალებს

საქართველოს მთავრობა იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე, ეროვნულ ბანკს ავალებს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირებს ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაუწესონ, - ამის შესახებ ნათქვამია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებულ დადგენილებაში, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო პარლამენტს გადაუგზავნა.

აღნიშნული უწყებები მთავრობამ შესაბამისი დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრა. „დაევალოს საქართველოს იუსტიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის შესაბამისად, განისაზღვრონ ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ დადგენილების აღსრულებაზე შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. სია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო