საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობა.

მათი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ თურქ კოლეგას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. საუბარი შეეხო რეგიონულ პროექტებს და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა