ზურაბ პატარაძე ქალაქის გამწვანების სამუშაოებში ჩაერთო

ბათუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. დღეს 80 ძირი ხე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაირგო. გამწვანების სამუშაოებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძექალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჩაერთო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩების გამწვანების ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. წლის ბოლომდე, ქალაქში, 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ჩოლოყაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ, სადაც ამ ეტაპზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები ტარდება.

ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი.

სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა