ნიდერლანდების ელჩი საქართველოში - მართლწესრიგის ოფიცერი შესანიშნავი იდეაა

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, იოჰანეს დაუმმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართლწესრიგის ოფიცრის ახალი ინსტიტუტის შექმნის საკითხი შეაფასა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობა. ელჩის შეფასებით, მართლწესრიგის ოფიცერი, არის პოლიციელი, რომელიც ხალხის გვერდით დგას.

“ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ გაეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ამდენი სოფელი, ამდენი უბანი ქალაქებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იცნობდეს პოლიციელებს, ვინც მათ იცავს, იძიებს საქმეებს, ვინც თვალყურს ადევნებს, ვინც ამჩნევს სამართალდარღვევებს ქუჩებში და შესაბამის ზომებს იღებს. ეს ზომები შეიძლება იყოს მოსახლეობის გამოკითხვა, მათი მდგომარეობით დაინტერესება, მათი პრობლემების გაცნობა. ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხის გვერდით დგას და რომელიც ეხმარება ხალხს. მათ აუცილებლად უნდა მოუსმინონ და დააკვირდნენ ხალხს,“ - განაცხადა იოჰანეს დაუმმა.

პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი”, - ნათქვამია პრესრელიზში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა