გიორგი ბირბიჩაძემ ორხევში მდებარე სოციალური საცხოვრისი და მიუსაფართა თავშესაფარი დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, კომისიის წევრებთან ერთად ორხევის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა, სადაც იქ მცხოვრები ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 75 ბინიან სოციალურ საცხოვრისში ამჟამად 23 ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ბირბიჩაძე ლილოში მდებარე თბილისის მიუსაფართა თავშესაფარსაც ეწვია, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. საცხოვრისში ამჟამად 118 ადამიანი ცხოვრობს.

„ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას. მათ 5 სოციალური მუშაკი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი ემსახურებათ,” - ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან, გოჩა მინდიაშვილთან ერთად საცხოვრისსა და თავშესაფარში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა