აგრარულ პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობების საკითხზე ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO)მხარდაჭერით, ღონისძიება „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“ გაიმართა.

საქართვლოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები განიხილეს.

პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, გულისხმობს ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით. „საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, დარგის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება კერძო სექტორის მონაწილეობით და საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, თანამედროვე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნა საქართველოში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან კერძო სექტორის მონაწილეობით შეირჩა 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით საქართველოს ექვს რეგიონში“, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

კონცეფციით „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შეირჩა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედი 20-მდე კომპანია დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელებისთვის საქართველოს 6 რეგიონში.

ღონისძიების დასასრულს, კონკურს „აგროგრაფში“ გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოეს, რომლებმაც არგოსფეროზე ვიდეო და ფოტო მასალა წარმოადგინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს