ზურა ხაჩიძე - მე არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წყობიდან ისე, რომ ჯერ მივიდეს სახლთან, ქვემოდან აგინოს მეზობლების თვალწინ და მერე ასეთი რაღაც ჩაიდინოს

„მე არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წყობილიდან ისე, რომ ჯერ მივიდეს სახლთან, ქვემოდან აგინოს მეზობლების თვალწინ და მერე ასეთი რაღაც ჩაიდინოს,“ - ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ხაჩიძემ აღნიშნა, ირაკლი ნოზაძეს დანა ზურგიდან რამდენჯერმე ჩაარტყეს.

„მე როგორც ვიცი, მეზობლების მონათხორბით, ირაკლი ჩამოვიდა მის დასაწყნარებლად. უთხრა, რომ დავსხდეთ მანქანაში, ნუ ყვირიხარო. დასხდნენ მანქანაში და უცბად ზურგში რამდენჯერმე დაარტყეს არტერიაში დანა. ეს უკვე სასიკვდილოდ გამეტებაა. იმ კორპუსში, სადაც დაჭრა მოხდა, იმყოფებოდა მედიცინის მუშაკი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია, რომ სისხლი შეენარჩუნებინა. ასევე ოპერატიულად იმოქმედა ღუდუშაურის კლინიკის ყველა ექიმმა. მოგეხსენებათ, არტერიაში დაჭრილი ადამიანი რა უცბად კარგავს სისხლს და როგორ ამთავრებს სიცოცხლეს. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე მომრავლდა აგრესია, რომ არანაირი ფასი აღარ აქვს ადამიანის სიცოცხლეს,“ - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დაკაავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს, ნ.თ.-ს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა