საქართველო 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს

საქართველო 1-ელი ივლისიდან 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს. ,,2018 წელს ზაფხულის პერიოდში, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ დღეს მთავრობის სხდომაზეც იმსჯელებს, სადაც მოხსენება გიორგი მღებრიშვილმა წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვერტმფრენები მულტიფუნქციური იქნება და საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობას მიიღებს როგორც სახანძრო, ასევე სამაშველო ოპერაციებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს უსაფრთხოების მონიტორინგს დრონებით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იგეგმება ისეთი დრონების შემოყვანა, რომლებიც კადრში ადამიანის დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტული ლოკაციიდან შესაბამის სამაშველო სიგნალს გაუშვებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა