შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბოლო 2 თვის განმავლობაში საზღვაო მაშველებმა, სპეციალური გადამზადება გაიარეს. დამატებულია 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მაშველები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ როგორც სანაპირო ზოლზე, ასევე შესაბამისი ტექნიკით ზღვაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შტორმია მოსალოდნელი, მავშველები მონიტორინგს კოშკურიდან განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ საზღვაო ზოლზე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 8 არასრულწლოვანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო