მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული 44 წლის კაცი წნორში მოკლული იპოვეს

წნორში 44 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული.

"სათევზაოდ დავდიოდით ყოველ დილა. ალაზანზე ვიყავით. მეუღლემ მითხრა, მეორე ნაპირზე გადავალო. მას შემდეგ გაუჩინარდა. ძებნა დავიწყე, მაშველები გამოვიძახეთ. მალევე იპოვეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს მკვლელს დაიჭერენ", - განაცხადა ტატიანა მელნიკოვამ.

გარდაცვლილის ძმა კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ზურაბ დავითაშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს ოჯახის წევრებს ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენეს, სადაც აიძულებდნენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. ზურაბ დავითაშვილი მისი ძმის მკვლელის დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის აქციების დაწყებას აპირებს.

"ჩემი ძმა არის მოკლული. ჩვენ პოლიციას ჩვენი ეჭვები ვუთხრით, მაგრამ ისინი რას აკეთებენ?! დაკითხვაზე მიყვანილ ჭირისუფალს აიძულებდნენ მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა, რისთვისაც ფიზიკურადაც შეეხნენ. მე კი მითხრეს, ამგვარი ძალადობის მეთოდებით ვმოქმედებთ, რომ სიმართლე დავადგინოთო. ვითხოვ მკვლელის დასჯას. გამოიძიონ და ნუ ცდილობენ დამალვას", - განაცხადა ზურაბ დავითაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს