საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ თურქ კოლეგას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. საუბარი შეეხო რეგიონულ პროექტებს და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა