ცესკო-ში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო–დან აცნობეს, შეხვედრაზე დაგეგმილია საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ცესკოს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, რომელიც იურიდიული კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე 2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელების შედეგებს გააცნობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა