შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბოლო 2 თვის განმავლობაში საზღვაო მაშველებმა, სპეციალური გადამზადება გაიარეს. დამატებულია 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მაშველები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ როგორც სანაპირო ზოლზე, ასევე შესაბამისი ტექნიკით ზღვაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შტორმია მოსალოდნელი, მავშველები მონიტორინგს კოშკურიდან განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ საზღვაო ზოლზე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 8 არასრულწლოვანია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს