ირაკლი კობახიძე - აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი

პირველად ხდება, როდესაც ამერიკის კონგრესში, ჩვენი მეგობრების ინიციატივით ასეთი აქტი შედის - ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის კონგრესში ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი შეფასებით, დოკუმენტში ასახულია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დადასტურებულია მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს - ტედ პოს და ჯერი კონოლის საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის კონგრესში. ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. პირველად ხდება, როდესაც ასეთი აქტი შედის ჩვენი მეგობრების ინიციატივით ამერიკის კონგრესში. ამ დოკუმენტში არის ასახული ჩვენი გამოწვევები და არის გამოხატული ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. აქ არის საუბარი, მათ შორის, რუსულ აგრესიაზე, იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ არის დაგმობილი ის მოვლენები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები, ასევე, საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის, საუბარია, იგივე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული დოკუმენტი და მე იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს