არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ვაშინგტონში დღეს მეტი მეგობარი ჰყავს

საქართველოს ვაშინგტონში დღეს მეტი მეგობარი ჰყავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს. თალაკვაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.

„ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში თავდაცვის, უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკელ კოლეგებთან მოქმედი პარლამენტის თანამშრომლობა ძლიერდება, საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო