„ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს - „ტერასა იპოდრომთან“ იწყებს

დეველოპერული კომპანია “ტერასა ჯგუფი” მიმდინარე თვეში ახალ პროექტს - „ტერასა იპოდრომთან“ იწყებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, „ტერასა იპოდრომთან“, რომელიც გ. კარტოზიას 12 ნომერში აშენდება, გამორჩეული პროექტი იქნება.

„ექსტერიერით, სართულების გეგმარებით, ფუნქციური ზონებითა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით „ტერასა იპოდრომთან“ სრულიად გამორჩეული პროექტია. პროექტი 27-სართულიანია და აერთიანებს, საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და პარკინგის ზონებს. საცხოვრებელი ზონა 112 ბინისგან შედგება. პროექტში 2 სართული დაეთმობა კომერციულ ფართს, რომელიც სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისთვის გამოიყენება. პროექტში გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც უკლებლივ ყველა ბინაზე იქნება გათვლილი, რაც პროექტს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებს ბინის გეგმარებაში მონაწილეობისა და სურვილის მიხედვით შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნულ მომსახურებას მათ კომპანიის დიზაინერები გაუწევენ.

ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდება, რაც მოიცავს:

• მაღალი ხარისხის Rehau-ს ფირმის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით;

• ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები.

• კერამოგრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო;

• რკინის მთავარი შესასვლელი კარი;

• ცენტრალური გათბობის სისტემა;

• შეღებილი კედლები;

• ლამინირებული ხის შიდა კარები;

• თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი;

• ლამინატის იატაკი;

• სანტექნიკური კომპლექტი;

კომპანიაში აღნიშნული პროექტის უპირატესობებზეც ამახვილებენ ყურადღებას: ბინების ფართო არჩევანი 41 კვ.მ-დან; მიმზიდველი ადგილმდებარეობა როგორც საცხოვრებლად, ასევე გასაქირავებლად; 3-დონიანი ავტოსადგომი; 24-საათიანი დაცვა; სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოების დასუფთავება, გამწვანების მოვლა; კონსიერჟის მომსახურება; ევრიპუ.

„ტერასა ჯგუფი“ გაყიდვების დაწყებას ივლისის თვიდან გეგმავს. პრისეილის პერიოდში, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება და „ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასს შევთავაზებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ყველა პროექტზე ცდილობს ხელსაყრელი გადახდის პირობების შექმნას. არც „ტერასა იპოდრომთან“ იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი და ამ პროექტზეც ჩვენს მომხმარებელს გამარტივებულ გადახდის პირობებს შევთავაზებთ, რაც გულისხმობს გრძელვადიან განვადებასა და ხელმისაწვდომ ფასს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ტერასა ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა სამშენებლო ბაზარზე. კომპანია 2017 წლის დასაწყისში შეიქმნა და დღეს უკვე 2 დასრულებული და 5 მიმდინარე მშენებლობით არის წარმოდგენილი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა