არჩილ თალაკვაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია საბოლოო არ არის, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ არის საბოლოო, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან სიას სხვა გვარებიც დაემატოს თუ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შესაბამის ფორმატებში სანდო მონაცემები გვექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ჩვენთვის პრინციპულია, რომ მთავრობამ სიაში როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობებში ბრალდებული, მსჯავრდებული და თანამონაწილე პირები შეიყვანა. ეს სია არ ეხება არც აფხაზეთში და არც ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც ნათესავებს - სია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა