ევროკავშირი ალბანეთის და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2019 წლის ივნისში დაიწყებს

ევროკავშირი ალბანეთთან და მაკედონიასთან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2019 წლის ივნისში დაიწყებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადეს.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ალბანეთისა და მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები 2019 წლის ივნისში დაიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საკითხებში ავსტრიის მინისტრმა გერნოტ ბლიუმელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ალბანეთი და მაკედონია გარკვეულ პირობებს შეასრულებენ.

„ჩვენ ევროკომისიას თხოვნით მივმართეთ მოლაპარაკებების პროცესი გახსნან გაისად, თუმცა ეს გარკვეული პირობებით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მან.

ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ალბანეთი და მაკედონია. ბრიუსელი ჯერ არ ასახელებს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტ ვადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო