გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იაპონიის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა იაპონიის „არასაპროექტო საგრანტო დახმარების“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოთხი ერთეული მდინარის წყლის დონის მზომი სადგური და 2 ერთეული ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური გადაეცა.

მდინარის წყლის დონის მზომი სადგურები დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე (ნატანები, ხობისწყალი, ჟუჟა, გუბაზეული) დამონტაჟდა, ხოლო საზღვაო ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურები ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ფოთის საზღვაო ნავსადგურებში განთავდა.

უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დამონტაჟებული უახლესი მოწყობილობები, ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ადრეული გაფრთხილების სისტემის სრულყოფას.

„მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით, გარემოსდაცვითი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ იაპონიისთვის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებს იწვევს. ჩვენ სურვილს გამოვთქვავთ, რომ საქართველომ და იაპონიამ ერთად განავითაროს ეკოლოგიურად მეგობრული საზოგადოება“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო