“დოპელმაიერმა“ საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა

ავსტრიულმა კომპანია „დოპელმაიერმა“ საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სამთო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და გოდერძიზე მომუშავე 89 სპეციალისტმა, რომლებიც ავსტრიული კომპანიის „დოპელმაიერის“ ფირმის საბაგიროებს ემსახურებიან, 22 დღის განმავლობაში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო კურსი გაიარა და სერტიფიკატები გადაეცა.

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბაგიროების მწარმოებელ კომპანია ,,დოპელმაიერს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალის გადამზადებას, საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ყოველწლიურად ტარდება როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. „ჩვენ აღნიშნულ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე დაგეგმილია ფრანგული კომპანიის „პომას“ მიერ წარმოებულ საბაგიროებზე მომუშავე თანამშრომლების გადამზადება სვანეთსა და გუდაურში. უკვე გადამზადდა „ლეიტნერის“ ფირმის საბაგიროზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც ბაკურიანსა და სვანეთში საქმიანობენ,“ – განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

„დოპელმაიერის“ წარმომადგენელის ბერნდ გრიზნერის თქმით, საბაგიროების მართვაში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ უკეთესები, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ოპერირების მენეჯმენტში, საბაგიროების მართვაში, საევაკუაციო სისტემებში,“ - განაცხადა ბერნდ გრიზნერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა