ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებთან: პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების - პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვქონდა საინტერესო შეხვედრა კონგრესმენებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან. მათ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. ისინი არიან საქართველოს დიდი მეგობრები და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ იმ ინიციატივისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. მათ შესაბამისი წერილით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საბოლოოდ, წარმატებით დაგვირგვინდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მიმართ და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი და პარტნიორი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა