მიხეილ ჩხენკელი და მარიამ ჯაში ცერნის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის დირექტორს ფაბიოლა ჯიანოტის შეხვდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის დირექტორთან შეხვედრაზე მხარეებმა CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა ხელი შეუწყოს “ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტებში ქართველი მეცნიერების ჩართვას.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივას, რაც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

მარიამ ჯაშმა და მიხეილ ჩხენკელმა ფაბიოლა ჯიანოტის ქუთაისში ამაჩქარებლისა და უნივერსიტეტის პროექტზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაზეც CERN-ის გენერალურმა დირექტორმა CERN-ის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრის ბოლოს, მათ CERN-ის გენერალურ დირექტორს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ფაბიოლა ჯიანოტი საქართველოში მოიწვიეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს