საქართველოს და აზერბაიჯანის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა

სპორტკომპლექს "იმედის" სტადიონზე, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. როგორც „ინტრპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ამხანაგური შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის ჩატარდა. მატჩი ანგარიშით 6:3 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტნებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბახის ომის შახიდთა, ომის ვეტერანთა და ომის ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია „კარაბაკ კიზლარის“ თავმჯდომარემ, როვშან გულიევმა გუნდის კაპიტნებს თასები ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა