მარიამ ჯაში - CERN-თან თანამშრომლობა ჩვენ ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში CERN-ის გენერალურ დირექტორს, დირექტორთა საბჭოს წევრებს და „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

“საამაყოა ბოლო 26 წლის მანძილზე ქართველი მეცნიერების მოღვაწეობა CERN-ში. ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის ხელმძღვანელები საქართველოს მადლობას უხდიან ქართველი ფიზიკოსების მიერ შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო მასშტაბის ორ პროექტში - CMS და ATLAS-ის ექსპერიმენტებში. დღეს ჩვენ გვჭირდება ახალ ეტაპზე ერთობლივი თანამშრომლობის გადაყვანა, რომ უფრო მეტ ქართველ მეცნიერსა და სტუდენტს მიეცეს საშუალება ეწვიოს CERN-ს და ჩაერთოს მაღალი ენერგიების ფიზიკის წამყვან ექსპერიმენტებში. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გააძლიერებს ჩვენი ფიზიკოსების მხარდაჭერას და CERN-თან თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა. ჩვენი სამომავლო, გრძელვადიანი მიზანი არის საქართველოს ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის ასოცირებული წევრობა, რაზეც ჩვენ მეცნიერებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ როგორც საქართველოში, ასევე ჟენევის პლატფორმიდან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრის ბოლოს, მარიამ ჯაშმა და მიხეილ ჩხენკელმა „ატლასისა“ და CMS-ის ხელმძღვანელებს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი შედეგის მომტანი იქნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა