საფრანგეთის განვითარების სააგენტო ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს დააფინანსებს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად გარკვეული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საკითხის განხილვა იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელთან ჟან-ბატისტ დიუმესთან შეხვედრის მთავარი თემა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, AFD-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებთან, ზაზა სიხარულიძესთან და ირაკლი ურუშაძესთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტებსა და დაფინანსების საკითხზე ისაუბრა.

“ფრანგული მხარე, არსებული ვითარების გასაცნობად, ხაშურში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მისიის ფარგლებში, შეფასდა საპროექტო სამუშაოების პროგრესიც.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, AFD სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, წყალმომარაგების სექტორში. სააგენტო 108 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო