"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ნოზაძის მეუღლე, ია დუდაშვილი ავრცელებს.

"მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. უკეთესად არის ირაკლი, მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, გონზეა და საუბრობს. თქვენი გვერდში დგომით და უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება", - წერს დუდაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი გუშინ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს, ნ.თ.-ს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა