საკრებულოს ოპოზიცია მერიას რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის გამო, მუნიციპალურ ფონდსა და მოსახლეობას შორის ადვოკატირებას სთხოვს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერიისგან რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის გამო, მუნიციპალურ ფონდსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის ადვოკატირებას ითხოვს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა დედაქალაქის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა, მაგისტრალის მშენებლობით ასეულობით ოჯახია დაზარალებული.

"რუსთავის გზის მაგისტრალის მშენებლობის გამო დაზარალებულია ასობით ოჯახი, ის ქმედება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ადამიანების მიმართ ახორციელებს, არ ჯდება კანონმდებლობის არც ერთ ნორმაში. სწორედ ამ საკითხს დავაყენებთ მთავრობის სხდომაზე",- განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, "ამ ადამიანებს რთულ და შეუსაბამო პირობებში უწევთ ცხოვრება და კომპენსაცია, რომელიც 1 კვადრატულ მეტრზე 649 ლარს შეადგენს და არის ძალიან ცოტა". ლიპარტელიანის თქმით, ეს არის როგორც სასოფლო სამეურნეო მიწის, ასევე საცხოვრებელი ფართის და დამხმარე მეურნეობების თანხა.

"ამ თანხით იგივე ფართს კი არა, მასზე ბევრად ნაკლებსაც ვერ შეიძენენ.

სამთავრობო სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას მოვუწოდებთ, რომ ადვოკატირება გაუწიონ მუნიციპალური განვითარების ფონდთან დაზარალებულ მოსახლეობას",- განაცხადა ლიპარტელიანმა.

საკრებულოს ოპოზიციის წევრები მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის სხდომას ამ წუთებში ესწრებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს