მამუკა ბახტაძე - იმედია წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ფაროსანას პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიურ ფაროსანას პრობლემასთან დაკავშირებით წელს სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

პრემიერმა სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი მოსავალი იმის თქმის შესაძლებლობას მისცემს ყველას, რომ ფაროსანას პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდა.

“უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს სამეგრელოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. ყველამ ვიცით, რომ გასულ წელს ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით სამეგრელოში. იცით, რომ წელს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია და იმედია წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს