გიორგი მარგველაშვილი - კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა.

„მოხარული ვარ იმით, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილია საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”). აღნიშნული საკანონმდებლო აქტი აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე.

მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოფს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო