საპილოტე პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს

სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, Price waterhouse Coopers (PwC) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, საპილოტე პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის მიზანია გაიზარდოს მოქმედი მულტინაციონალური კომპანიებისა და საერთაშორისო ბრენდების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე დააკავშიროს ადგილობრივი მეწარმეები მულტინაციონალურ კომპანიებთან.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეები მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობით გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებენ თავიანთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და პროდუქტის ადგილობრივ და საეთაშორისო ბაზარზე გაყიდვას,"- განაცხადა სულაბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა